ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქუჩის ხელოვნება ამერიკაში“


ცნობილი ამერიკელი მსახიობები და შემსრულებლები ვაშნგტონელებს ქუჩის ფესტივალის ეგიდით ართობენ, ფესტივალისა, რომელსაც ასე ქვია: „ქუჩის ხელოვნება ამერიკაში“. ორგანიზატორი კი სახელგანთქმული კენედის სახელობის საშემსრულებლო ცენტრია, რომელსაც უბრალოდ კენედის ცენტრის სახელით იცნობს ყველა.

ამ გავლენიანი მუსიკალური დაწესებულების ვიცე პრეზიდენტი გართ როსი ამერიკის ხმასთან ცენტრის საზოგადოებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ამ ფესტივალის მთავარი აქცენტი ჩვენი აუდიტორიისა და კოლექტივის საზოგადოებრივ ადგილებში შეხვედრის წახალისებაა, რათა ხელოვნების მოყვარულმა საზოგადოებამ სხვადასხვა გზით, სხვადასხვა კონტექსტში შეძლოს ხელოვნების აღიარება. ამით ისინი უფრო მეტად დაფიქრდებიან თუ როგორ შეიძლება გახდეს ხელოვნება მათი ყოველდღიურობის ნაწილი.“

კენედის ცენტრის ელეგანტური დარბაზები ცნობილია ძვირადღირებული კონცერტებით, თუმცა აქვეა უფასო ყოველდღიური მუსიკალური საღამოებიც შედარებით ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. ახლა კი, ქუჩის ფესტივალი კენედის ცენტრისთვის ერთგვარი ექსპერიმენტია.

გართ როსი:“ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კენედის ცენტრი ფესტივალს მართავს სხვა შემსრულებლებთან ერთად და კენედის ცენტრის შენობის გარეთ.“

ფესტივალი რომელიც მთელი კვირა გრძელდება ვაშინგტონელებისა და სტუმრების ყურადღებას იპყრობს.

„ეს უბრალოდ გადასარევი სანახაობაა. კენედის ცენტრის მსახიობების და შემსრულებლების ქუჩაში ნახვაზე აქამდე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო.“

„იმედი მაქვს მსგავს წარმოდგენებს მომავალშიც გააგრძელებენ, რაც ვაშინგტონისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.“

ამბობენ გამვლელები.

როგორც კენედის ცენტრის ხელმძღვანელი გვეუბნება, ამდენი ღიმილიანი სახე და აღტაცებული სტუმარი კენედის ცენტრს ანალოგიური წარმოდგენების გამართვაში უფრო უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG