ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ისვენებს


საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში დემონსტრაციები მიმდინარეობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00
ბმული

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთ-კვირიანი დასვენება დაიწყო, ასევე არდადეგები აქვს ამერიკის კონგრესს და უზენაეს სასამართლოს. მოსალოდნელია, რომ ეს კვირა ვაშინგტონში მშვიდი იქნება, თუმცა საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით დემონსტრაციების გამართვაა დაგეგმილი რამდენიმე შტატში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნისთვის, რომლის შესახებ მწვავე დებატები არ წყდება.


პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მასაჩუსეტსის კუნძულზე დასასვენებლად უფრო არაოფიციალურად გამოიყურებოდნენ.
ამასობაში კონგრესმენები საკუთარ საარჩევნო ოლქებში იმყოფებიან, სადაც საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ზეწოლის ქვეშ არიან ამ საკითხით დაინტერესებული აქტივისტებისგან. მათგან უმრავლესობა 11 მილიონი უსაბუთო ადამიანის ლეგალიზებას მოითხოვს.


დემონსტრანტი მიგელ პორფირიო: ადამიანებს სურთ ცხოვრება იმ ამერიკულ ოცნებაში, როგორც სხვა დანარჩენი ამერიკელები ცხოვრობენ. ისინი სამწუხაროდ მათსავით იღბლიანები არ აღმოჩდნენ.


დანარჩენები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არალეგალურ ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარონ.


"უბრალოდ გვსურს, რომ გაძლიერდეს საზღვრების უსაფრთხოება საყოველთაო ამნისტიის გარეშე," ამბობს ტერი მოენხი.


სენატის მიერ მიღებულ კანონი, რომელიც შესაბამისი ორგანოების მუშაობას გააძლიერებს და უსაბუთო ემიგრანტებს ამერიკის მოქალაქეობისკენ გაუხსნის გზას, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში სერიოზულ ოპონირებას აწყდება.


დასასვენებლად გამგზავრებამდე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანონმდებლებს შეთანხმებისკენ მოუწოდა.


ბარაკ ობამა: როცა ისინი შვებულებიდან დაბრუნდებიან, იმედი მაქვს, რომ კანონზე მუშაობა წინ წაიწევს და მას მიიღებენ. თუკი საემიგრაციო რეფორმა გატარდება, ამერიკის ეკონომიკა დამატებით 1 ტრილიონი დოლარით გაძლიერდება.


ობამამ ასევე პირობა დადო, რომ ფედერალური ხელისუფლების მხრიდან მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვების დროს კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებზე კონგრესთან აქტიურად იმუშავებს. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დაზვერვის სპეციალური პროგრამის თაობაზე მასალები სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა გააასაჯაროვა.


„სწორია, რომ ამ საკითხზე კითხვები არსებობს, განსაკუთრებით იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ ასპექტს ცვლის“, განაცხადა ობამამ.


ორივე პარტიის წარმომადგენლებმა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს რეფორმირების თაობაზე წინადადებები შეიმუშავეს.


დემოკრატი სენატორი მარკ უდალი: ის კანონი, რომლის გატანაც მე ძალიან მსურს, დაზვერვის სამსახურების უფლებას შეზღუდავს გააკონტროლოს საშუალო ამერიკელების, უდანაშაულო ადამიანების სატელეფონო მონაცემები და საუბრები. ეს მიმართულება სწორია.


თუმცა პრეზიდენტი და კონგრესის ბევრი წარმომადგენელი იმ აზრზე რჩებიან, რომ ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს საიმედო სადაზვერვო შესაძლებლობები. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს გასულ კვირას მორიგი ტერორისტული საფრთხის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მსოფლიოს მასშტაბით მგზავრობის უსაფრთხოების გამკაცრება, და რიგ ქვეყნებში შეერთებული შტატების საელჩოების და საკონსულოების დროებითი დახურვა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG