ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმა" 79 წლის გახდა


"ამერიკის ხმის" ერთ-ერთი დერეფანი

დღეს "ამერიკის ხმას" 79 წელი შეუსრულდა. შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებულმა მაუწყებლობამ 1942 წელს მაუწყებლობა პირდაპირი ეთერით გადაცემული, 15-წუთიანი რადიოგადაცემით დაიწყო.

79 წლის წინ, პირველი გადაცემები ქ. ნიუ-იორკის პატარა სტუდიიდან, მოკლე ტალღით გერმანიაში გადაიცემოდა. დღეს "ამერიკის ხმა" 40-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობს და მისი მაყურებლების, მსმენელების, თუ მკითხველების აუდიტორია მსოფლიოს გარშემო 280 მილიონს აჭარბებს.

"ამერიკის ხმას" მთელ რიგ ქვეყნებში ისევ აქვს რადიომაუწყებლობა, თუმცა მედია-პლატფორმები მას შემდეგ გაფართოვდა და ახლა ტელეარხებს და ვებგვერდებსაც მოიცავს. საკუთარი არხი "ამერიკის ხმას" არ აქვს, მაგრამ მის მიერ მომზადებულ ტექსტურ, ვიდეო თუ აუდიო მასალას, მსოფლიოს 2 500-ზე მეტი პარტნიორი მაუწყებელი აზიარებს.

"ჩვენ თქვენ ამერიკის ხმებს გაწვდით. დღეიდან ჩვენ ამერიკაზე და ომზე სიმართლეს მოგიყვებით. ახალი ამბავი ხან კარგი იქნება და ხან ცუდი, თუმცა ჩვენ ყოველთვის სიმართლეს მოგახსენებთ" - თქვა 1942 წელს ეთერში პირველად გასულ გადაცემაში რადიოწამყვანმა უილიამ ჰარლან ჰეილიმ. "ამერიკის ხმამ" მაუწყებლობა მეორე მსოფლიო ომში შეერთებული შტატების ჩართვიდან, 7 კვირის თავზე დაიწყო.

ახალი ამბების ობიექტურად თხრობის ტრადიცია დღესაც წარმატებით გრძელდება. "ამერიკის ხმის" მისია შეერთებული შტატების კონსტიტუციაშია გაწერილი, რომელიც ორგანიზაციას ავალდებულებს, მუდმივად იყოს "ახალი ამბების სანდო და ავტორიტეტული წყარო".

"ამერიკის ხმა" დღეს შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს (USAGM) ნაწილია. კონგრესის მიერ დაფინანსებული ფედერალური სააგენტო 5 მაუწყებელს ზედამხედველობს. ესენია: "ამერიკის ხმა" (VOA), "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება"(RFE/RL), "კუბის მაუწყებლობის ოფისი" (OCB), "რადიო თავისუფალი აზია" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი" (MBN).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG