ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადის ძალები მეამბოხეებს უპირისპირდებიან


საჰაერო იერიშები დამასკოს შემოგარენში, იდლიბში, ლატაკიასა და ალეპოში განხორციელდა

2 დეკემბერს, სირიის უსაფრთხოების ძალებმა მეამბოხეების მიერ დაკავებულ დამასკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში. დაიღუპა 10 და დაშავდა ათობით ადამიანი. ამ ოპერაციის მიზანი იყო ოპოზიციის მებრძოლებისთვის დედაქალაქ დამასკოს მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მიეცათ.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი იტყობინება, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა ორი საარტილერიო იერიში მიიტანეს დამასკოს შემოგარენში არსებულ დარაიას პროვინციაზე. რაკეტები მოხვდა დედაქალაქის მახლობლად მდებარე ქალაქ დეირ ალ-ასაფირსაც. კვირას განხორციელებული ოპერაციის დროს, წორედ აქ დაიღუპა ყველაზე მეტი ადამიანი.

ბაშარ ალ-ასადის მომხრე ძალები უსაფრთხოების პერიმეტრის დაწესებას ცდილობენ დამასკოს გარშემო. დარაიას პროვინცია სწორედ ამის გამო გახდა ბრძოლების სამიზნე.

ზემოხსენებული უფლებადამცველი ცენტრის თანახმად სირიის უსაფრთხოების ძალებმა საჰაერო იერიში ალეპოსა და ლატაკიაზე, და იდლიბის პროვინციაზე მიიტანეს.
XS
SM
MD
LG