ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანზე ზეწოლა იზრდება


Clinton: Not Time Yet for Iran Sanctions
Clinton: Not Time Yet for Iran Sanctions

ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს და ამასთან, ვაშინგტონი დამატებით ნაბიჯებს დგამს ირანული კომპანიების მიერ სანქციებიდან თავის არიდების მიზნით გატარებული ძალისხმევის კონტროლისთვის.

ეს ზომები ამერიკის მთავრობის ორ-წახნაგოვანი მიდგომის ნაწილია, რამაც თეირანზე ზეწოლის გაზრდის მიზნით ირანის დარწმუნებას უნდა შეუწყოს რეაგირება გააკეთოს საერთაშრისო საზოგადოების შეშფოთებაზე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

დღესდღეობით, ირანი ინტენსიური, მრავალმხრივი სანქციებით მიყენებული წნეხის ქვეშ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ზეწოლას სანამ ირანი უარს არ იტყვის საერთაშორისო საზოგადოების კარგად დასაბუთებულ მტკიცებულებებს უპასუხოს," - განაცხადა ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში დევიდ კოენმა.

ირანის ეკონომიკა ახლა სანქციების მზარდ გავლენას და მთავრობის ხანგრძლივი არასწორი პოლიტიკის ზემოქმედებას განიცდის. სანქციებში შედის ირანულ ნავთობზე ემბარგო რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს. ინფლაცია ზღვარგადასულია, ეროვნული ვალუტის ღირებულება ძალიან დაეცა და ირანული ნავთობის ექსპორტი თებერვალ -ივნისის პერიოდში ძალიან დავარდა.
და მაინც, ირანი აგრძელებს საერთაშორისო ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობას და არაფერი გაუკეთებია იმის დასამტკიცებლად, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის არის განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავრობის წევრები ამტკიცებენ, რომ ბირთვულ პროგრამას ირანელი ხალხი უჭერს მხარს, სინამდვილეში მტკიცებულებები არ მოიპოვება.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, „ირანელ ლიდერებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. საბოლოო არჩევანი ირანს ეკუთვნის. ჩვენი არჩევანი ნათელია: „ამერიკული ძალის ყველა ელემენტს გამოვიყენებთ, რათა ირანს არ მივცეთ საშალება ბირთვული იარაღი მოიპოვოს.“
XS
SM
MD
LG