ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ქართველ ლიდერებს ესაუბრა


კლინტონი 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ასევე, დაურეკა „ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ხუთშაბათს, საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ამავე დღეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. სატელეფონო საუბრების დროს ორივე შემთხვევაში განხილული იყო 1 ოქტომბერს საქართველოსთვის ისტორიული საპარლამენტო არჩევნები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი შეაქო ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის და დადებითად მოიხსენია მისი საპასუხო რეაქცია საარჩევნო შედეგებზე.

კლინტონმა გამარჯვება მიულოცა ბატონ ივანიშვილს და მის კოალიციას და ასევე ქებით მოიხსენია საქართველოს მოქალაქეები მათი აქტიური მონაწილეობისთვის ისტორიულ და მშვიდობიან არჩევნებში. სახელმწფო მდივანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მისი დაპირებისთვის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ითანამშრომლებს. ჰილარი კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობა ამ პროცესში.
XS
SM
MD
LG