ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის შეფასება


ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად შეძლო ნების გამოხატვა

შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მშვიდობიან და აქტიურ მონაწილეობას. ეს ისტორიული დღეა ყველა ქართველისათვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიას და მის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად დააფიქსირა საკუთარი სურვილი საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა აწარმოოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად.

ახლა, როდესაც ქართველი ხალხის ნება დაფიქსირდა, შეერთებული შტატები ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პარლამენტთან და, აგრეთვე, ახალ კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას ჩვენი ძლიერი ურთიერთობების გასამყარებლად და საქართველოს ხალხისათვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG