ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავესის ოპონენტი ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება


ენესუელას ოპოზიციის ლიდერის, ენრიკე კაპრილესის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას კვირას კარაკასში ასობით ათასი ადამიანი დაესწრო. 10 ივნისს 39 წლის კაპრილესი მხარდამჭერებთან ერთად ეროვნულ საარჩევნო საბჭომდე ფეხით მივიდა და საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა.

კაპრილესმა სამუშაო ადგილების შექმნის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციის აღმოფხვრის პირობა დადო. თუმცა, წინასწარი მონაცემებით 7 ოქრომბერს დანიშნულ არჩევნებში პრეზიდენტ ჰუგო ჩავესს ბევრი მომხრე ჰყავს.

კაპრილესი პრეზიდენტობის ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელიც შეუძლოდ მყოფ ჩავესს წინააღმდეგობას გაუწევს მომავალ არჩევნებში.

მიუხედავად კიბოს დიაგნოზისა, პრეზიდენტი ჩავესი ამბობს, რომ მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებას გეგმავს. შაბათს მან განაცხადა, რომ მკურნალობის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით ის “აბსოლუტურად ჯანმრთელია.” ჩავესის თქმით, მან რადიოლოგიური კვლევა ჩაიტარა, რაც სიმსივნის ახალი წარმონაქმნების დასადგენად გამოიყენება. კიბოს ტიპის შესახებ კონკრეტული დეტალები ჩავესის მხრიდან ცნობილი არ არის.

იგი რამდენჯერმე გაემგზავრა კუბაში მენჯის მიდამოებიდან სიმსივნის ამოსაღებად და იქვე მან ქიმიოთერაპიული და დასხივებითი მკურნალობა გაიარა.

ჩავესის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მისი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის თაობაზე.

სოციალისტმა ლიდერმა შაბათს განაცხადა, რომ “მას სწამს ღმერთის” და სურს, “ბრძოლა განაგრძოს” ვენესუელასთვის.ჩავესი საპრეზიდენტო კანდიდატად ორშაბათს დარეგისტრირდება.

XS
SM
MD
LG