82 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი ამერიკელი სენატორი არლინ სპექტრი. მან პოლიტიკოსის კარიერა ლიბერალურ რესპუბლიკელ სენატორად დაიწყო, მოგვიანებით კი დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა. სპექტრის გარდაცვალების მიზეზი, სენატორის ოჯახის განცხადებით, კიბოს დაავადება გახდა. სენატორი საკუთარ სახლში, ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში გარდაიცვალა.
სპექტრი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვორენის კომისიაში მოღვაწეობის დროს მოექცა. აღნიშნული კომისია პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მკვლელობას იძიებდა. სპექტრის სახელი პენსილვანიის შტატთან არის გაიგივებული, შტატთან რომელიც ერთგულებას მონაცვლეობით უცხადებს რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს.
ვეტერანი სენატორი რესპუბლიკური პარტიის დატოვების შემდეგ, დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა