ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვა


"რადიო თავისუფლების" ფოტო

კორონავირუსის დამდგენი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწრაფ ტესტებს საქართველო ჩინეთიდან და კორეიდან მიიღებს.

მისი განცხადებით, "ჩინეთის რესპუბლიკამ გამოყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება სწრაფი ტესტირება იმ პირებზე, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG