ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში შიდსის პრობლემაზე იმსჯელეს


საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის 20000 დელეგატი იყო წარმოდგენილი.

შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ვენაში გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა 20 000 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. განსახილველ საკითხებს შორის უმთავრესი იყო დაავადებასთან ბრძოლის ახალი გზების ძიება. განხილული იყო დაავადების მკურნალობის სფეროში არსებული სიახლეები და ის პროგრესი, რომელიც პრევენციის მიმართულებით დაფიქსირდა. იმსჯელეს სპეციალური გელის შესახებაც,. რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს მამამაკაცი პარტნიორის მონაწლეობის გარეშეც დაიცვან საკუთარი თავი. აღსანიშნავია,რომ იმ ქალბატონებმა, რომლებმაც ეს სამედიცინო საშუალება კვლევის დროს გამოიყენეს, ინფექციის რისკი 40 პროცენტით შეუმცირდათ.

კონფერენციიის დელეგატებმა ასევე შეისწავლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შემთხვევები,სადაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კრიმინალიზაცია, ჰომოსექსუალთა დევნა და შიდსის პაციენტების მიმართ არსებული უარყოფითი სტერეოტიპები ბევრად ართულებს პრევენციისა და მკურნალობის ძალისხმევას. ამ ტენდენციების და კანონების საშუალებით ხდება მაღალი რისკის ჯგუფების გარიყვა სამედიცინო მომსახურებიდან, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ავრცელებს დაავადებას.

ამეირკა შიდსის პროგრამების უმსხვილესი სპონსორია საპრეზიდნეტო საგანგებო გეგმის მეშვეობით. გლობალური ჯანდაცვის ინიციატივა, რომელიც საპრეზიდენტო პროგრამას ეფუძნება, ამერიკა 6 წლის მანძილზე 63 მილონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში ეხმარება..

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონფერენციისთვის ჩაწერილ ვიდეო განცხადებაში განაცხადა, რომ მან განკარგულება გასცა საგანგებო გეგმის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშრებით. შედეგად მომავალ წელს ამ ძალისხმევას უპრეცედენტო ბიუჯეტი ექნება. ამ ინიციატივის მეშვეობით, გლობალური ჯანდაცვის პროგრამა თავის მხრივ ბევრ ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის ხარისხის და ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ობამა: „გლობალური ჯანდაცვის ინიციატივა მკაფიო ამოცანების მიღწევას ისახავს მიზნად. ჩვენ გავაორგმაგებთ იმ ბავშვთა შობადობას, რომლებიც დაბადებისთანავე არ არიან დაინფიცირებულები და აქტიურად ვიმუშავებთ დამატებით 12 მილიონი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის 5 მილიონი ბავშვისა და ობლის--დაინფიცირებას. პანდემიის დასრულება ადვილი როდი იქნება და პრობლემის დაძლევა ვერც სწრაფად მოხდება. გმადლობთ თქვენ. ამერიკა კვლავაც ერთგული რჩება თავისი წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის დაძლევაში.“

XS
SM
MD
LG