ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამისტების პროტესტი არ წყდება


პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა

ინტერნეტში მუჰამედის შეურაცხმყოფელ ვიდეოსთან დაკავშირებით ისლამურ ქვეყნებში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება.

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტებმა კი პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

პაკისტანის მთავრობის წარმომადგნელმა, ღულამ აჰმად ბილოურმა ამ ფილმის რეჟისორის სიკვდილით დასჯისთვის 100,000 დოლარის ჯილდო დააწესა და თალიბებს და ალ-ყაიდას მისი ლიკვიდაციისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG