გაერო ვენესუელას ადამიანის უფლებების დარღვევებში ამხელს
ვენესუელაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპულთა უმრავლესობა უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების მიერ ძალის გადამეტების “ფართოდ გავრცელებული, სისტემური” დანაშაულის შედეგად გარდაიცვალა. საუბარია ბოლო 4 თვის მანძილზე დაღუპულ 125 ადამიანზე. აღნიშნულ განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების ოფისი ავრცელებს.
ანგარიშის წინასწარი შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გაეროს გამომძიებლების დასკვნით, 46 ადამიანი უშუალოდ უსაფრთხოების ძალების ხელით არის მოკლული, 27 ადამიანის დაღუპვაზე კი ხელისუფლების მხარდამჭერი შეიარაღებული დაჯგუფებებია პასუხისმგებელი.
Facebook Forum