ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის პარლამენტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ


სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის 5 პარლამენტარი, დაშავდა ვენესუელაში, სადაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შეიარაღებული მხარდამჭერები ოთხშაბათს საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და პარლამენტარები 9 საათის განმავლობაში ტყვეობაში ყავდათ.

ვენესუელის პარლამენტის უმრავლესობას პრეზიდენტის ოპოზიციონერი პარლამენტარები შეადგენენ.

“ეროვნული ასამბლეის” პრეზიდენტმა ხულიო ბორხესმა მადურო ვენესუელის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში დაადანაშაულა, რამაც საპროტესტო აქციები და ანტი-სამთავრობო მარშები გამოიწვია. აქციებზე მომხდარი ძალადობების შედეგად დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა.

“ვენესუელაში ძალადობას ნიკოლას მადურო ჰქვია,” უთხრა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა ლიდერმა ბორხესმა.

“კოლექტივოს” სახელით ცნობილი დაჯგუფება პარლამენტში მაშინ შეიჭრა, როდესაც “ეროვნული ასამბლეა” დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ სესიას მართავდა. “კოლექტივოს” წევრებმა წარსულში არაერთხელ მოითხოხვეს “ეროვნული ასამბლეის” გადადომა.

მომხდართან კავშირებს უარყოფს პრეზიდენტი მადურო, რომელიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ესწრებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG