ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაპატიმრებით იმუქრება


ვენესუელის პრეზიდენტი ოპოზიციის მიერ დომინირებული, ეროვნული ასამბლეის მიერ დანიშნული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაპატიმრებით იმუქრება.

კვირას, ტელევიზიით გამოსვლისას, ნიკოლას მადურომ თქვა, რომ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც პარასკევს ფიცი დადეს, შესაძლოა დააპატიმრონ და მათი ქონება და ანგარიშები დააყადაღონ.

ის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ლიდერს, რომლებმაც კონსტიტუციის გადაწერის შესახებ მადუროს გეგმა გააკრიტიკეს, სიტყვიერად თავს დაესხა.

ვენესუელის ოპოზიცია ამ კვირაში ორდღიანი ეროვნული გაფიცვა გამოაცხადა, რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ მადუროზე წნეხი განახორციელონ, რათა მან 30 ივლისისთვის დანიშნული წინააღმდეგობრივი არჩევნები გააუქმოს. არჩევნები იმ ორგანოს შესაქმნელადაა გამიზნული, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციის გადაკეთება დაევალება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG