ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანი დედა ტერეზას წმინდანად შერაცხავს


ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ დედა ტერეზას მიერ მოხდენილი მეორე სასწაული სცნო. ეს დედა ტერეზას წმინდანად გამოცხადების პროცესში ბოლო და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.

პაპმა განაცხადა, რომ 2008 წელს ბრაზილიელი მამაკაცი ტვინის კიბოსგან განიკურნა. მისი ცოლი ლოცვებში დედა ტერეზას სთხოვდა მეუღლის განკურნებას. სასწაულად სწორედ ეს განკურნვაა მიჩნეული.

იტალიური მედიის ცნობით, კანონიზაციის ცერემონია 2016 წლის სექტემბერში გაიმართება.

XS
SM
MD
LG