ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონკლავი სამშაბათს შეიკრიბება


რომის პაპი გახდება ის, ვინც ხმების ორ მესამედს დააგროვებს

ვატიკანის ოფიცილაური პირების განცხადებით, კონკლავი სამშაბათს შეიკრიბება. კონკლავი რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ს მემკვიდრეს დაასახელებს.
კონკლავის თარიღის დასახელება პარასკევს ვატიკანში, კარდინალთა შეკრებაზე მოხდა. დებატები დახურულ კარს მიღმა ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ყველა, 115-ივე კარდინალი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მომდევნო რომის პაპის არჩევაში. სავარაუდოდ თითოეული მათგანი კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. რომის პაპი კი გახდება ის, ვინც ხმების ორ მესამედს დააგროვებს ანუ 77 ხმას. კარდინალი უნდა იყო 80 წელზე ნაკლების, იმისთვის, რომ ხმის მიცემის უფლება ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG