ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰუმან რაითს ვოჩი“ უზბეკეთში მუშაობას წყვეტს


„ჰუმან რაითს ვოჩი“ უზბეკეთში მუშაობას წყვეტს
„ჰუმან რაითს ვოჩი“ უზბეკეთში მუშაობას წყვეტს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩმა“ უზბეკეთში ოფისი დახურა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი უზბეკეთის მთავრობის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის შედეგია. “ჰუმან რაითს ვოჩის“ თქმით, უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა მათი ოფისის რეგისტრაციაზე, რითაც ქვეყანაში ამ ორგანიზაციის 15 წლიანი მოღვაწეობა დასრულდა. „ჰუმან რაითს ვოჩის“ აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, ამით უზბეკეთის მთავრობამ ღიად აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული უფლები დარღვევების გამო ხელისუფლება კრიტიკას ვერ მოითმენს.

XS
SM
MD
LG