ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკები სამშვიდობო კორიდორის გაკეთებას ითხოვენ


ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაური როზა ოტუმბაევა ეთნიკური ძალადობის აღმოფხვრისთვის, სამშვიდობო ძალების დახმარების აუცილებლობას აღარ ხედავს.

ამერიკა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და რუსეთი გმობენ ძალადობას ყირგიზეთში. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყნის მეირ სამხედრო ძალების შეყვანის ოფიციალურ და არაოფიციალურ თხოვნაზე უარი განაცხადა. მოსკოვში, უზბეკური სათვისტომოს წევრი, შერზად რახმანოვი დამატებითი სამხედრო ძალის დახმარებას საჭიროდ მიიჩნევს.

“უზბეკები პირველ რიგში სამშვიდობო კორიდორის გაკეთებას ითხოვენ, არა მხოლოდ საზღვრის გახსნას, არამედ გარკვეული ძალების დახმარებას, რომლებიც ხალხს ალყაშემორტყმული სახლებიდან გამოიყვანს, რათა ისინი უზბეკეთში გადაიყვანონ.”

უკანასკნელი ინფორმაციით, უზბეკეთმა 100.000-ზე მეტი დევნილი შეიფარა, თუმცა ათასზე მეტი ადამიანი ნეიტრალურ სასაზრვრო ზოლშია დარჩენილი. გალინა იმ დევნილთა შორის არის, ვინც ოშის ეთნიკურად მრავალფეროვან ანოშინის რაიონში მოხალისედ წესრიგს იცავს.

“ქალაქის ცენტრი პანიკით არის მოცული, ყველა საზრვარს აწყდება.”

როზა ოტუმბაევა, რომელმაც მანამდე რუსეთს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დამხმარე ძალების შეყვანის თხოვნით მიმართა, ახლა ამბობს, რომ ქვეყანა პრობლემას თავს საკუთარი სამხედრო ძალის დახმარებით გაართმევს.

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალადობის მიუხედავად 27 ივნისს ახალი კონსტიტუციის მისაღებად ქვეყანა ეროვნულ რეფერენდუმს მაინც ჩაატარებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროკავშირი ყირგიზეთს რეფერენდუმის მშვიდ გარემოში ჩატარებას მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG