ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1975 წლის შემდეგ პირველად ამერიკული ავიამზიდი ვიეტნამშია


ამერიკის ავიამზიდი პირველად 1975 წლის შემდეგ ვიეტნამს სტუმრობს. ეს ამერიკელი სამხედროების ყველაზე დიდი ვიზიტია ვიეტნამის ომის შემდეგ. ბევრი ამას ჩინეთის ექსპანსიონიზმს უკავშირებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ამერიკის ბირთვული შეიარაღებით აღჭურვილი ავიამზიდი კარლ ვინსონი 6000-იანი ეკიპაჟით, კრეისერთან და გამანადგურებელთან ერთად ვიეტნამის საპორტო ქალაქ დანანგში ხუთდღიანი ვიზიტით ორშაბათს შევიდა.

მართალია, ეს პირველი ამერიკული ავიამზიდია, რომელიც საპორტო ქალაქში ჩავიდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის პატარა ხომალდები რამდენჯერმე ესტუმრნენ ვიეტნამს. ყოფილ მტრებს შორის, ბოლო წლების მანძილზე ურთიერთობები გაუმჯობესების გზაზეა. 2016 წელს, ამერიკული წყალქვეშა ნავის ტენდერი და გამანადგურებელი "ჯონ მაკკეინი" ვიეტნამში ამერიკის ომის დროინდელ სამხედრო კომპლექსს ესტუმრა, რომელიც კამ რანის ყურეშია განთავსებული.

ამერიკელი მეზღვაურები, იმ ადამიანებსაც შეხვდებიან, ვინც ომის დროს, ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ „აგენტ ორინჯის“ , ტოქსიკური ნივთიერების, გამოყენებისას დაშავდნენ და მკურნალობას გადიან. ამას გარდა, ისინი ადგილობრივებთან კალათბურთს და ფეხბურთს ითამაშებენ და ფლოტის ორკესტრი რამდენიმე კონცერტს გამართავს.

ვიზიტი ჩინეთსა და მის მეზობლებს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვის უდიდეს ნაწილზე საკუთარი იურისდიქციის გავრცელებას მოითხოვს და ზრდის სამხედრო შეიარაღებას, მათ შორის პარაცელის კუნძულებზე. პეკინმა ასევე ხელოვნური კუნძულები ააშენა საზღვაო ტერიტორიაზე, რომელსაც ვიეტნამი საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილად აცხადებს. ვიეტნამელი წარმომადგენელები ცდილობენ ჩინეთის შეშფოთება შეამსუბუქონ ჰანოისა და ვაშინგტონის სავარაუდო დაახლოების და თანამშრომლების გარშემო, შეამსუბუქონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG