ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის ერთობლივი ძალისხმევა


ჯონ კერი და სერგეი ლავროვი ცდილობენ სირიის ოპოზიციასა და ბაშარ ალ ასადის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგეს

ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იორდანიის დედაქალაქში 11 ქვეყნის დიპლომატებს შეხვდება. შეხვედრა ამერიკა-რუსეთის გეგმის ნაწილია, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

კერი სირიის მეგობარი ქვეყნების ჯგუფს შეხვდება, რომლებიც სირიის ოპოზიციას უჭერენ მხარს. ის კონსესუსის მონახცას ეცდება, რაც საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას დაედება საფუძვლად. კონფერენცია ჟენევაში ივნისში ჩატარდება.

ჯონ კერი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ცდილობენ სირიის ოპოზიციასა და ბაშარ ალ ასადის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგეს. მოლაპარაკების მიზანია, შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც პრეზიდენტ ასადის ხელისუფლებას გადაიბარებს. მოლაპარაკების სურვილი ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გამოუთქვამს. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მსგავსი შეთანხმების რეალიზება ჯერჯერობით ნაადრევია.
XS
SM
MD
LG