ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი რუსეთთან მოლაპარაკებით უკმაყოფილოა


სახელმწიფო მდივანი რუსეთში აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების სამიტს დაესწრო

ჰილარი კლინტონის განცხადებით, რუს ლიდერებთან მოლაპარაკება არაპროდუქტიული გამოდგა. შეერთებული შტატების უმაღლესი დიპლომატი რუსეთში აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების სამიტს დაესწრო.

ის უკმაყოფილოა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრებით. სახელმწიფო მდივნის თქმით, მან რუსი ლიდერების სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციების მიღების და ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის აუცილებლობაში დარწმუნება ვერ შეძლო.

კლინტონი აცხადებს, რომ თუკი ამერიკას და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა შენარჩუნდა, შეერთებული შტატები თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად სირიულ ოპოზიციას მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენს.
XS
SM
MD
LG