ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება


სახელმწიფო დეპარტამენტი ბავშვებზე ზრუნვის პროგრამას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება

შეერთებული შტატების მთავრობის პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ნაშვილები 3 წლის ტეხასელი ბიჭუნას გარდაცვალება საშინელი ტრაგედიაა. თუმცა დაგმო ყველანაირი ვარაუდი ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვიდრე პოლიცია გამოძიებას არ დაასრულებს.

სამშაბათს ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტშია რუს და ამერიკელ დიპლომატებთან.

ნულანდმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ბავშვებზე ზრუნვის პროგრამას სერიოზულად განიხილავს, განსაკუთრებით კი ეს იმ ბავშვებს ეხებათ, ვინც ამერიკელ ოჯახებს უცხოეთში ჰყავთ ნაშვილები.
XS
SM
MD
LG