ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ


დღეს ამერიკაში მილიონობით ადამიანისთვის დასვენების დღეა. ქვეყანა პრეზიდენტის დღეს აღნიშნავს

პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწაულად 1879 წელს გამოცხადდა, თუმცა, მაშინ ის 22 თებერვალს, ჯორჯ ვაშინგტონის - ამერიკის პირველი პრეზიდენტის - დაბადების დღეს აღინიშნებოდა.

დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, 1968 წელს კონგრესმა კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც რამდენიმე ფედერალური დღესასწაული თავდაპირველი თარიღებიდან ცვალებად თარიღებზე, თუმცა კვირის ერთსა და იმავე დღეს - ორშაბათს - გადაიტანეს. ეს დასაქმებულ ადამიანებს და მოსწავლეებს, შაბთ კვირის შემდეგ დასვენების მესამე დღეს აძლევს.
XS
SM
MD
LG