ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტები თანამდებობიდან წასვლის შემდეგ


პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში მათ მიერ არჩეული საქმიანობა მათ ხასიათს უფრო მეტად განსაზღვრავს, ვიდრე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
2009 წელს, როდესაც ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა თეთრი სახლი დატოვა, ის ყურადღების არენიდანაც გაქრა. გასულ წელს ის მოხალისეებთან ერთად ზამბიაში გამოჩნდა, სადაც განახლებული ონკოლოგიური კლინიკის გახსნას დაესწრო. სხვა ყოფილი პრეზიდენტების მსგავსად ბატონმა ბუშმა ეს მოვლენა ყურადღების მისაპყრობად გამოიყენა, თუმცა აღნიშნა, რომ საქმის ჩუმად კეთება სურს.

„იმედი მაქვს ბევვრჯერ ვერ მნახავთ, რადგან ახალ ამბებში მოხვედრა არ მსურს. მიმაჩნია, რომ საქმის ჩუმად კეთება უფრო კარგი საქმეა.“

თუმცა, ყოფილ პრეზიდენტებს საზოგადოების ყურადღების მიპყრობის უნარი აშკარად გააჩნიათ. 2011 წელს ჰაიტიში მიწისძვრის დროს დაზარალებულთა დახმარების საქმეში პრეზიდენტმა ობამამ ყოფილი პრეზიდენტები ბუში და კლინტონი ჩართო.

„ამერიკელი ხალხის სახელით, მსურს ორივეს მადლობა გადაგიხადოთ ამ მისიაში მონაწილეობისთვის.“

ისტორიკოსი რიჩარდ ნორტონ სმიტი ამბობს, რომ ადამიანი რომელსაც ქვეყნის ბედი ებარა, შესაძლოა კონკრეტული ფუნქციის გარეშე დარჩეს.

„თუკი, ერთხელ იყავით პრეზიდენტი, უნდა იცოდეთ, თუ რა შეზღუდული როლი შეიძლება ქონდეთ ყოფილ პრეზიდენტებს“

2004 წელს კატასტროფული ცუნამის შემდეგ, ინდონეზიას ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი ეწვივნენ. ასევე 2005 წელს ამერიკაში ქარიშხალ კატრინას ზარალის ლიკვიდაციისთვის საქველმოქმედო კამპანიაშიც ჩაერთვნენ. ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი საზოგადოებას თავს არ ავიწყებს. მან ჩრდილეოთ კორეას ამერიკელი ტყვეების გამოშვება მოთხოვა, ჩაერთო საკუთარი მეუღლის საპრეზიდენტო კამპანიაში, ასევე დაარსა ფონდი გლობალური ინიციატივა.

„ეს ფონდი გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლას ისახავს მიზნად“

თუმცა განსხვავებული ვითარებაა ჯორჯ ბუშ უფროსთან, მას ასეთი მაღალი დონის სამუშაო არ აინტერესებს, ამბობს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი მარკ აპდეგროვი
„ის პრეზიდენტობის შემდგომ პასიური გახდა, ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა მისთვის მაშინ იყო, როდესაც პრეზიდენტის მამა გახდა.“

ისტორიკოსები ამბობენ, რომ პოსტ-საპრეზიდენტო ცხოვრებამ ევოლუცია განიცადა 1958 წელთან შედარებით, როცა ექსპრეზიდენტებს არ ენიშნებოდათ პენსია და არ სარგებლობდნენ სხვა შეღავათებით.

ახლა კი ექსპრეზიდენტების საზოგადოებასთან კავშირს თანამედროვე ტექნოლოგიები უწყობს ხელს, ამბობს ისტორიკოსი სმიტი:

„პრეზიდენტობა ახალი ამბების ციკლის ნაწილია. პრეზიდენტები ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან. ისინი ჩვენი ოჯახის წევრებივით არიან“
როგორც აპდეგროვი ამბობს, ექსპრეზიდენტები საკითხებს თავად ირჩევენ:
„ვფიქრობ პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში მათ მიერ არჩეული საქმიანობა მათ ხასიათს უფრო მეტად განსაზღვრავს, ვიდრე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი.“

ექსპრეზიდენტის ჯიმი კარტერის საქმიანობა უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიის ხელშეწყობაზე იყო კონცენტრირებული. როგორც თავად განაცხადა, თანამდებობიდან წასვლამ მისი ცხოვრების სტილზე არ იმოქმედა:

„ჩემი მეუღლე დამეთანხმება, რომ თეთრი სახლის გარეთ გატარებული ცხოვრება უფრო მეტად პროდუქტიული, საინტერესო, ამაღელვებელი და დაუგეგმავი იყო“

ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ბევრისგან განსხვავებით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტებისთვის თანამდებობის დატოვება ტრაგედიად ნამდვილად არ ითვლება.
XS
SM
MD
LG