ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ავღანეთში წვრთნებს წყვეტს


ტრეინინგების განახლებამდე ასევე უნდა მოხდეს 27 ათასი ავღანელი ჯარისკაცისა და პოლიტიის პირადი ისტორიის გადამოწმება

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკა დროებით წყვეტს ავღანელი პოლიციელების საწვრთნელ პროგრამებს. ეს გადაწყვეტილება ავღანელი ჯარისკაცებისა და პოლიციელების მიერ ნატოს ჯარებზე განხორციელებული მზარდი თავდასხმების ფონზე იქნა მიღებული.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, საწვრთნელი პროგრამების განახლებამდე შეიცვლება ტრეინინებისთვის შერჩეული ავღანელების პირადი ინფორმაციის გამოძიების მეთოდი იმის გამოსარიცხად, რომ ინდივიდს კავშირი არ აქვს ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

ავღანეთში ამერიკის ჯარების წარმომადგენელი პოლკოვნიკი ტომას კოლინსის განცხადებით, ტრეინინგი ავღანეთის პოლიციის 1000 თანამშრომელს შეუჩერდება.

გაზეთი ვაშინგტონ პოსტი იტყობინება, რომ ტრეინინგების განახლებამდე ასევე უნდა მოხდეს 27 ათასი ავღანელი ჯარისკაცისა და პოლიციის პირადი ისტორიის გადამოწმება.
XS
SM
MD
LG