ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ისრაელის სამხედრო თანამშრომლობა


პრეზიდენტი ობამა ებრაელი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს

დღეს პრეზიდენტი ობამა ხელს მოაწერს საკანონმდებლო აქტს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის სამხედრო კავშირების გაფართოებას ითვალისწინებს. აქტზე ხელისმოწერის საზეიმო ცერემონია თეთრ სახლში შედგება.

ხვალ კი ისრაელში ბარაკ ობამა მეტოქე რესპუბლიკელი მიტ რომნი ჩადის. ის პრეზიდენტ ობამას ისრაელისთვის არასაკმარისი დახმარების გამო აკრიტიკებს. მიტ რომნი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გეგმავს შეხვედრას.

ამავდროულად, პრეზიდენტი ობამა რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში ებრაელი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG