ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დახმარება ფერმერებს


ვაშინგტონი დაბალპროცენტიან კრედიტებს და ფედერალურ მიწებს გასცემს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ გვალვისგან დაზარალებულ ფერმერებს ფართომასშტაბიან დახმარება გაუწევს. შეერთებულ შტატებში ბოლო 50 წელია ამ დონის გვალვა არ ყოფილა.

ობამას განცხადებით, წლევანდელი მოსავალი ძალიან ცუდია, შესაბამისად მესაქონლეებს უჭირთ პირუტყვის გამოკვება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ფერმერებს დაბალპროცენტიან კრედიტებს მისცემს, ასევე გაიცემა ფედერალური მიწები და გამოიყოფა 30 მილიონი დოლარი ფერმებისთვის წყლის მისაწოდებლად.
XS
SM
MD
LG