ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უძრავი ქონების ბაზარი დაეცა


უძრავი ქონების ბაზარი დაბალი საპროცენტო განაკვეთით და უმუშევრობის შემცირების შედეგად გამოცოცხლდა

დეკემბერში შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების ბაზარი შედარებით შენელდა, თუცა შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო.

სამშაბათს უძრავი ქონების აგენტთა ეროვნულმა ასოციაციამ გამოსცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დეკემბერში გაყიდულ სახლთა როადენობა წინა თვესთან შედარებით ნაკლებია. თუ დეკემბრის მონაცემებმა მთელი წლის განმავლობაში გასტანა, შეერთებულ შტატებში 5 მილიონზე მეტი ადამიანი საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის.

ექსპერტების განცხადებით, დეკემბრის მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან უძრავი ქონების ბაზარი დაბალი საპროცენტო განაკვეთით და უმუშევრობის შემცირების შედეგად გამოცოცხლებულია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ შეერთებულ შტატებში ეკონომიკური რეცესია უძრავი ქონების ბაზარზე შემქნილმა კრიზისიდან დაიწყო.
XS
SM
MD
LG