ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2013 წელს 70 ჟურნალისტი დაიღუპა


ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე სახიფათო ქვეყანა სირიაა, სადაც 29 რეპორტიორი იქნა მოკლული

ნიუ იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ აცხადებს, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 2013 წელს მსოფლიოს მასშტაბით 70 ჟურნალისტი იქნა მოკლული. 2012 წელს 74 ჟურნალისტი დაიღუპა. ჟურნალისტების 2/3 წელს ახლო აღმოსავლეთში დაიღუპა.

ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე სახიფათო ქვეყანა სირიაა, სადაც 29 რეპორტიორი იქნა მოკლული. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ სირიაში წელს 60 ჟურნალისტი მოიტაცეს და მათი დაახლოებით ნახევრის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

სირიის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ერაყია, სადაც 10 ჟურნალისტი დაიღუპა და მას ეგვიპტე მოსდევს. პრეზიდენტ მოჰამედ მორსის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების გაშუქებისას ივნისში 6 ჟურნალისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG