ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ ლუგარი ოპოზიციას შეხვდა


სენატორის ვიზიტი საქართველოს ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიისთვის მისი სახელის მინიჭებას უკავშირდება

ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციასთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ სენატორს კომენტარი არ გაუკეთებია. ირაკლი ალასანიას თქმით, ყურადღების ცენტრში მომავალი საპარლამენტო არჩევნები მოექცა. კერძოდ, საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიის და განსაკუთრებით კი - არჩევნების შემდეგ ხმის დათვლის პროცედურის მონიტორინგის მნიშვნელობაზე.

სენატორის ვიზიტი საქართველოს ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიისთვის მისი სახელის მინიჭებას უკავშირდება. ლუგარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და განაცხადა: „მადლობას ვუხდი ჩვენს მასპინძლებს ამ მშვენიერი შესაძლებლობისთვის. მე ბევრჯერ ვიყავი თბილისში, მათ შორის 2008 წელსაც ამ შენობის საძირკველის ჩაყრაზე. მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებულია. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ შენობა იქნება რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევების ცენტრი, და ჩემთვის ბევრს ნიშნავს თქვენი კომენტარი, მეგობრობა, თანამშრომლობა და პარტნიორობა ქართველ ხალხთან“ - განაცხადა სენატორმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG