ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ბოსტონის მარათონის გამარჯვებულს შეხვდა


„სპორტი არასოდეს არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც საბრძოლო ასპარეზი“ - განაცხადა ეთიოპელმა ლელისა დესისამ

ადის აბებაში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოში ეთიოპელი მორბენალი მიიღეს, რომელმაც ბოსტონის მარათონზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ახალგაზრდა სპორტსმენ, ლელისა დესისას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ უმასპინძლა. მორბენალის თქმით, „სპორტი არასოდეს არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც საბრძოლო ასპარეზი“.

სპორტსმენმა განაცხადა, რომ გამარჯვებულის საპატიო მედალს ტერორისტულ აქტში დაღუპულთა პატივსაცემად ის მომავალში ქალაქ ბოსტონს გადასცემს.

გუშინ ათასობით მორბენალმა მიიღო მონაწილეობა ხელახალ გარბენში. მათ, ვინც 15 აპრილს ბოსტონის მარათონის ფინიშამდე აფეთქებების გამო ვერ მიაღწია მარათონის ბოლო კილომეტრები სიმბოლურად დაასრულეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ტერორისტულ აქტში დაღუპულ ადამიანებს.
XS
SM
MD
LG