ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საარჩევნო უფლებები


Capitol

ექსპერტების აზრით, კანონი უმცირესობის ხმების დაცვის შესახებ დღეისთვის უკვე მოძველებულია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00
ბმული
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ არ დაამტკიცა 1965 წელს მიღებული ხმის მიცემის უფლების საკანონმდებლო აქტის ერთ-ერთი მუხლის შესწორება. ეს კანონი უმცირესობის ხმების დაცვას ისახავდა მიზნად, თუმცა ექსპერტების აზრით, ის დღეისთვის უკვე მოძველებულია.

უზენაეს სასამართლოში ტრადიციულად გაიყო ხმები კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის ხუთი, ოთხის წინააღმდეგ. უმრავლესობის აზრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა ჩამოაყალიბა, რომელმაც აღნიშნა რომ კანონი 40 წლის წინანდელ რეალობას ასახავდა, რომელიც არ შეესაბამება იმ რასობრივ ცვლილებებს, რაც მას შემდეგ მოხდა ქვეყანაში.

აღნიშნული კანონი 1965 წლის მდგომარეობას ასახავს, როდესაც სამხრეთ შტატების შავკანიან მოსახლეობის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას ზღუდავდნენ.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აუქმებს ზოგიერთ მითითებას, რომლებიც საარჩევნო პროცედურის ჩატარებას ეხება, მაგრამ ძალაში ტოვებს კანონის მეორე ნაწილს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად ფედერალური მთავრობისგან ნებართვა აიღოს.

ადამიანის უფლებათა დამცავები სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ. როგორც შერილინ აიფილი აცხადებს:

“ ჩვენ გული დაგვწყვიტა სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო თავს კონგრესზე მაღლა აყენებს საარჩევნო ხმების დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში.“

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ კონგრესს დააკისრა მოვალეობა შეცვალოს, თუ არა კანონის ის ნაწილი, რომელიც მოძველებულად მიიჩნიეს. თეთრმა სახლმა სინანული გამოთქვა აღნიშნული გადაწყვეტილების გამო. პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს მოუწოდა დაიცვას ყველა ამერიკელის თანასწორი უფლებები არჩევნებში მონაწილეობის დროს.

შერთებული შტატების იუსტიციის მინისტრის ერიკ ჰოლდერის განცხადებით:

“ ეს პრობლემა არ შეიძლება ჩაითვალოს განვლილ ისტორიად. ის დღესაც აქტუალურია და დემოკრატიის საძირკველს ეხება.“

კონსერვატორები მიესალმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ვაშინგტონის საზოგადოებრივი კვლევის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ალმასი ამბობს:

“ 1965 წელს შავკანიან მამაცაცებს ზოგიერთ შტატებში გართულებული ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ დღეს, როდესაც შავკანიანი პრეზიდენტი გვყავს, ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ და ახალი რეალობის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ.’’

დევიდ ალმასი მიიჩნევს, რომ კონგრესი არ იჩქარებს ამ კანონის განახლებაზე მუშაობის დაწყებას, რადგან წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG