ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი ამერიკელების არჩევანი


2012 წლის სოცილოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელებს ირანელი ამერიკელების მხოლოდ 13 პროცენტი უჭერს მხარს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შეერთებულ შტატებში მილიონნახევარი ირანელი ცხოვრობს. მათგან 85 პროცენტი მოქალაქეა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, მანა რაბი არკვევდა თუ როგორი საარჩევნო განწყობები აქვთ ამერიკელ ირანალებს 6 ნოემბრისთვის.

ჯორჯთაუნში ახალგაზრდა ირანელი ამერიკელების შეკრების ძირითადი ადგილი ცნობილი რესტორანია, რომელიც საუკეთესო ქაბაბით არის განთქმული. სხვა ირანელთა უმეტესობის მსგავსად, შირინს, ბეჰნამს და არიანს ხმის მიცემა უკვე შეუძლიათ. სამივე მათგანი ამბობს, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობა და ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების საფრთხე მათ არჩევანზე აუცილებლად ახდენს გავლენას.

„ვფიქრობ, იყო ირანელი, ეს უკვე ნიშნავს ჩართული იყო პოლიტიკაში და ყოველდღე საუბრობდე პოლიტიკაზე. ჩემს ირანელ მეგობრებთან ერთად არჩევნებზე მუდმივად ვმსჯელობთ,“ - ამბობს შირინი.

„ამას ფსიქიკაზე დიდი გავლენა აქვს. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ომზე იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ნათესავები და ახლობლები გვყავს და როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ ადგილების არსებობა, რომელიც ჩვენთვის ძალიან სანატრელია,“ - დასძენს ბეჰნამი.

მორად ღორბანი ირანელი ამერიკელების არაპარტიული ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს. მისი თქმით, გამოკითხვების შედეგები უჩვენებს, რომ პრეზიდენტ ობამას მიმართ ირანელი ამერიკელების მხარდაჭერა 2008 წლის შემდეგ 10 პროცენტით არის დაცემული. ამის მიზეზი კი ირანის მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაა.

„როდესაც პარტიების იდენტიფიკაციას და კავშირებს ვაფასებთ, ვფიქრობ რომ პრეზიდენტი ობამა კვლავ მოაგროვებს უმრავლესობას ირანელ ამერიკელებში. მართალია მისმა მხარდაჭერამ ჩვენში დაიკლო, თუმცა, დაახლოებით 55 პროცენტი ფიქრობს, რომ მას მისცემს ხმას,“ - ამბობს ღორბანი.

ობამას მხარდაჭერის შემცირება არ ნიშნავს რომნის მხარდაჭერას.
2012 წლის სოცილოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელებს ირანელი ამერიკელების მხოლოდ 13 პროცენტი უჭერდა მხარს. არიანი რომნისთვის ხმის მიცემას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ რესპუბლიკელების გამარჯევბა ომის საფრთხეს გააძლიერებს.

თუმცა, ზოგიერთი ირანელი ამერიკელი ობამას და რომნის ირანულ პოლიტიკას შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს. ბეჰნამი ფიქრობს, რომ განსხვავება რიტორიკაშია, თორემ პოლიტიკის აღსრულება ერთნაირი იქნება. ბეჰნამი არჩევნებზე წასვალს არ აპირებს. მასავით ბევრი ირანელი ამერიკელი ფიქრობს.
XS
SM
MD
LG