ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ვალი გაიზარდა


შეერთებული შტატების ვალმა 16 ტრილიონ დოლარს მიაღწია

შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად ეროვნულმა ვალმა 16 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში ყოველ მამაკაცს, ქალს და ბავშვს საშუალოდ 50,000 დოლარის დავალიანება აღერიცხება.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების სესხმა დაწესებულ ზღვარს, ანუ 16,4 ტრილიონ დოლარს მიაღწია. თუ ამერიკის კონგრესი, სამომავლოდ, ეროვნული ვალის ზღვრის გაზრდას კანონით არ დაადგენს, შეერთებულ შტატებს არ ექნება ახალი სესხების აღების უფლება.

გასულ წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სესხის ლიმიტს მიაღწია, რასაც ქვეყნის სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოჰყვა.


XS
SM
MD
LG