ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ბიუჯეტში ცვლილებების ინიციატივით გამოდის


ბარაკ ობამა დაბალშემოსავლიანი უშვილო ამერიკელებისთვის საგადასახადო შეღავათების გაზრდას ითხოვს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბიუჯეტის თემაზე ყოველწლიურ გამოსვლაში დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის საგადასახადო შეღავათების გაზრდას მოითხოვს.

დღეს პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონში სიტყვით გამოვა და 2015 წლისთვის დაგეგმილ ხარჯებს განიხილავს. ობამას სურს 13 მილიონ დაბალშემოსავლიან უშვილო ამერიკელს საგადასახადო შეღავათები გაეზარდოს.

ობამა ასევე განიხილავს საკითხებს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვის შეღავათების გაზრდას, სასწავლო გადასახადებზე მუდმივი შეღავათების დაწესებას და სპონსორის გარეშე დარჩენილ მილიონობით ამერიკელისთვის ავტომატური საპენსიო ანგარიშები გახსნას შეეხება.

ზემოჩამოთვლილი შეთავაზებების დასაფინანსებლად პრეზიდენტი ობამა დააყენებს საკითხს მდიდარი ამერიკელებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG