ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბანკო შეღავათი და ეკონომიკის ზრდა


გაიაფებული დოლარი კი საბოლოო ჯამში მსოფლიო ბაზარზე ამერიკულ პროდუქციასაც აუფასურებს

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი, ბენ ბერნანკე უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ ამერიკის დაბალი საპროცენტო განაკვეთი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. მისი თქმით, ფედერალური ბანკის მიერ დაწესებული შეღავათებით არამარტო ამერიკის, არამედ გლობალური ეკონომიკაც მოგებული რჩება.

უცხოელი ფინანსისტების ნაწილს მიაჩნია, რომ მართალია დაბალი საპროცენტო განაკვეთი ამერიკისთვის ამჟამად შეღავათია, მაგრამ ის დოლარის დევალვაციას იწვევს და გაიაფებული დოლარი კი საბოლოო ჯამში მსოფლიო ბაზარზე ამერიკულ პროდუქციასაც აუფასურებს. ბერნანკე აღნიშნული მოხსენებით ტოკიოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და იაპონიის ბანკის მიერ სპონსირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვიდა.
XS
SM
MD
LG