ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მობარბაცე" სამოქალაქო საზოგადოება


არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობას იღებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მონიტორინგისა და წარმართვის საქმეში

სტაბილური, პოლიტიკულად პლურალისტური კულტურის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოება ფასდაუდებელია. ის იმ ორგანიზაციებისა და ინსტუტებისაგან შედგება, რომლებიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. არაპოლიტიკურ, არაკომერციულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს უწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მაგალითებია ანალიტიკური გაერთიანებები, საქველმოქმედო ფონდები, რელიგიური ჯგუფები, საგანმანათლებლო საზოგადოებები და სამოქალაქო ჯგუფები, ასევე, სავაჭრო და პროფესიული ორგანიზაციები. როგორც წესი, მათ წევრებს ისეთი საერთო ინტერესები გააჩნიათ როგორიცაა კორუფციის გამოაშკარავება, ხალხის რეგისტრაცია საარჩევნოდ ან ქუჩების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად კანონების სტიმულირება. მათი სამუშაო მთელი საზოგადოებისთვის არის სარგებლის მომტანი.

არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობას იღებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მონიტორინგისა და წარმართვის საქმეში. თუმცა, ამით შესაძლოა ხელისუფლებაში [გარკვეული] შიში გამოიწვიონ, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობა სახელმწიფო საქმიანობაში ჩარევად იქნას აღქმული.

რუსეთის დუმამ, ფედერალური საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ, 13 ივლისს, ახალი კანონი მიიღო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც, თუნდაც ნაწილობრივ, საზღვარგარეთიდან ფინანსდება, რუსეთის მთავრობაში „უცხოეთის აგენტების” სახით დარეგისტრირებას ავალდებულებს. ორგანიზაციებმა, ასევე, უნდა წარადგინონ დეტალური, ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშები.

„უცხოეთის აგენტის” ტერმინს რუსეთში გარკვეული დატვირთვა აქვს; იგი ცივი ომის დროს მცხოვრები რუსებისათვის ჯაშუშობასთან ასოცირდება. კანონის შეუსრულებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისათვის შესაძლოა დატუსაღებით ან უზარმაზარი ჯარიმებით დასრულდეს. კანონით შესაძლებელია არასამთავრობოები გადაჭარბებული წნეხის ქვეშ მოექცნენ, ან მოხდეს მათ საქმიანობაში ჩარევა.

შემოთავაზებული კანონი შედარებულია შეერთებული შტატების უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან, რომელიც „ფარა”-ს სახელით არის ცნობილი. ეს ორი კანონი საკმაოდ განსხვავებულია. რუსული კანონპროექტი უცხოეთის აგენტის სახით რეგისტრაციას საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის საფუძველზე მოითხოვს, რაც საკმაოდ ფართოდ არის განმარტებული. „ფარა” კი, პირიქით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის მოთხოვნას უცხოური ხელმძღვანელობის სახელით საქმიანობას უკავშირებს.

ფედერაციის საბჭოს მოვუწოდებთ, გადასინჯოს ამ სადამსჯელო და დამამძიმებელი კანონის მიღების საკითხი.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელი კომპონენტია. ამგვარად, ისინი სრულად უნდა იქნან დაცულნი მთავრობის ჩარევისაგან და მიეცეთ შესაძლებლობა, განაგრძონ მოღვაწეობა საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის.
XS
SM
MD
LG