ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უგანდაში სამხედრო ოპერაციას გეგმავს


პენტაგონმა თეთრ სახლს სამხედრო საჰაერო ხომალდის „ოსფრის“ უგანდაში ბაზირების უფლება მოსთხოვა

შეერთებული შტატები აძლიერებს მცდელობას აფრიკაში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ძებნილი მეთაურის ჯოზეფ კონის დაკავებასთან დაკავშირებით.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ამერიკის სამხედრო ძალებმა თეთრ სახლს სამხედრო საჰაერო ხომალდის „ოსფრის“ უგანდაში ბაზირების უფლება მოსთხოვა. ამერიკელ და აფრიკელ სამხედროებს თვითმფრინავ „ოსფრის“ საშუალებით, რომელიც ხმელეთზე შვეულმფრენივით ჯდება, ძებნილი მეამბოხის დაკავება გაუიოლდებათ.

ვაშინგტონ პოსტის განცხადებით, ამ ოპერაციის შემდეგ უგანდაში ამერიკელ სამხედროთა რიცხვი გაორმაგდება. დღესდღეობით ეს რაოდენობა 100 სამხედრომდე აღწევს.

უგანდა რეგიონში წამყვანი სახელმწიფოა, რომელიც აფრიკელი მეამბოხის დაკავებას ცდილობს. ჯოზეფ კონის მეამბოხეთა არმია ცენტრალური აფრიკის სოფლებს რამდენიმე წელია გამუდმებით ატერორებს.
XS
SM
MD
LG