ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის პროტესტი


ჩრდილოეთ კორეამ ამერიკულ-სამხრეთ კორეული წვრთნები დაგმო

ჩრდილოეთ კორეა ერთობლივ ამერიკულ-სამხრეთ კორეულ წვრთნებს გამოეხმაურა. ფხენიანმა სამხედრო წვრთნების სამიზნედ მისი ეროვნული დროშის გამოყენება დაგმო. პარასკევს ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა დაახლოებით 2000-მა სამხრეთ კორეელმა და ამერიკელმა ჯარისკაცმა მიიღო. მანევრებში ავიაცია, ტანკები და მოიერიშე ვერტმფრენები მონაწილეობდნენ. წვრთნები 1950 წლის 25 ივნისს კორეის ომის დაწყების 62-ე წლისთავს დაემთხვა.
ჩრდილოეთ კორეის დროშა სამიზნედ პირველად იყო გამოყენებული. ფხენიანმა ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია უწოდა.
XS
SM
MD
LG