ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა


გუშინ შეერთებული შტატების დედაქალაქში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მიზანი ქვეყნის მომავალზე განსხვავებული შეხედულების გამოხატვა იყო. კაპიტოლიუმთან შეკრებილი ათასობით ადამიანი ცნობილ ამერიკელ კონსერვატორ კომენტატორს გლენ ბეკს დროშებით და შეძახილებით ესალმებოდა. გლენ ბეკმა დემონსტრანტებს „ღმერთისკენ შემოტრიალებისკენ“ მოუწოდა. ასევე მან პატივი მიაგო ცნობულ უფლებათადამცველის მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას, რომელმაც თავის ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“ 1963 წლის 28 აგვისტოს წარმოთქვა. დემონსტრაციას ასევე მიმართა ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სარა პეილინმა. მან ამირეკელებს მოუწოდა უარი თქვან ხელისუფლების იმ მცდელობებზე რომელიც ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG