ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეზღუდული შესაძლებლობების უფლებების კონვენციის რატიფიცირება გაჭიანურდა


გაეროს გენერალური ასამბლეა
გაეროს გენერალური ასამბლეა

ქართველი აქტივისტი გიორგი ახმეტელი ჯონ კერის ინიციატივის მხარდამჭერთა ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კონგრესს კონვენციის მიღებისკენ მოუწოდებს

შესაძლოა ეს საკითხი არ იპყრობდეს ისეთ ყურადღებას, როგორც საერთაშორისო პოლიტიკა, თუმცა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია კანონმდებლებს იმ შეთანხმების რატიფიცირებისაკენ მოუწოდებს, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაა. თუმცა ორწლიანი მცდელობის შემდეგ, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების უფლებების კონვენციის საკითხი ვაშინგტონში ადგილიდან არ იძვრის.

გიორგი ახმეტელისთვის ნიუ იორკის ქუჩებში ეტლით გადაადგილება ადვილი არ არის.

ხედავაქ როგორ არის, საკმაოდ სახიფათოა, ამბობს გიორგი.

32 წლის აქტივისტი ამბობს, რომ მის მშობლიურ ქალაქ თბილისში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. მისი თქმით, შეიძლება თბილისის ქუჩებში ერთი თვე, წელიც კი იაროთ და ეტლში მჯდომ ადამიანს ქუჩაში ერთხელაც ვერ შეხვდეთ.

არ არის შესაბამისად მოწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბილიკები ქუჩებში. ხალხის გონებაში სტერეოტიპები კიდევ არსებობს შეზღუდული შესაძლებლოებების ადამიანებთან დაკავშირებით,“ ამბობს გიორგი.

ამიტომაც გიორგი ახმეტელი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც ჯონ კერის ინიციატივის მხარდამჭერთა ჯგუფს შეუერთდა. სახელმწიფო მდივანი სენატს სთხოვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირებას, რომლის მიზანი მათი დახმარებაა, განათლების, ჯანდაცვის და სამსახურით უზრუნველყოფის უფლების დაცვის მიმართულებით.

შეზღუდული შესაძლებლობების პირების შეთანხმების რატიფიცირება ამერიკულ ღირებულებებს პასუხობს. ის გააფართოებს შესაძლებლობას ამერიკის მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის და ასევე გააძლიერებს ამერიკის ლიდერობას ამ საკითზში, აცხადებს ჯონ კერი.

თუმცა ეს შეთანხმება ოპოზიციის თანხმობის გარეშე ვერ შედგება. რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი ამტკიცებს, რომ ამან შეიძლება ამერიკის კონსტიტუცია დააკნინოს, რადგან გაეროს კონვენცია ამერიკას საკუთარი კანონების შეცვლისკენ უბიძგებს.

სხვა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებები შედეგს ვერ გამოიღებს. „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენელი ტედ ბრომუნდის აზრით:

ასეთი შეთანხმებები, იმ ადამიანებს იცავს ხოლმე, რომლებიც საკუთარ დაპირებებს ვერ ასრულებენ.

ამ დროისთვის კონვენციას უკვე მსოფლიოს 150 ქვეყანა შეუერთდა, თუმცა ამის მიუხედავად ამ ქვეყნებში პრობლემები მაინც არსებობს.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, განვითარებად სამყაროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მილიონობით ადამიანის მთავარი პრობლემა ისევ არ არის მოგვარებული - ეს ეტლით გადაადგილების შესაძლებლობაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველი ჯუდი ჰეიმენი ამბობს, რომ ამერიკის მიერ რატიფიცირების შემდეგ სიტუაცია შეიძლება მსოფლიოშიც მკვეთრად შეიცვალოს:

ჩვენ უმთავრესი როლი უნდა ვითამაშოთ და თუ შეთანხმების რატიფიცირება ვერ შევძელით სხვა ქვეყნების და სამოქალაქო სექტორის მხრიდან კითხვები გაჩნდება რამდენად გულწრფელები ვართ.

მხარდამჭერები ასევე იმ მოსაზრებიდანაც გამოდიან, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შეთანხმება წარმოადგენს ამერიკის შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების შესახებ კანონის ორიენტირს, რომელსაც ხელი 20 წლის წინ მომეწონა.

2012 წელს გაეროს კონვენციას სენატის მიერ რატიფიცირებისთვის კენჭისყრაზე სულ რაღაც 5 ხმა დააკლდა. ამ დროისთვის უცნობია თუ როდის გაიმართება მორიგი კენჭისყრა.

გიორგი ახმეტელი იმედიანად არის განწყობილი. ის ამბობს, რომ გაეროს კონვენციის მხარდამჭერ ჯგუფში აქტიურობას და ბრძოლას ბოლომდე, საკითხის რატიფიცირებამდე გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG