ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და გაერო ირანში ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმას გმობს


აშშ და გაერო ირანში ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმას გმობს

აშშ და გაერო გმობს ირანში ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმის ფაქტს. როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, მომხდარი ინციდნეტი ირანის ბირთვული პროგრამის სანქციებს უკავშირდება.

ბევრში ამ თავდასხმამ, 1979 წელს თეირანში აშშ-ს საელჩოს აღების ასოციაცია გამოიწვია. თეთრმა სახლმა მკაცრად დაგმო მომხდარი და შეახსენა თეირანს საერთაშორისო პროტოკოლით გათვალისწინებული დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა.

1979 წლის მომხდარი თავდასხმისგან განსხვავებით, ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებმა მშვიდობიანად დატოვეს შენობა. დემონსტრანტებმა კი შენობაში შეჭრისთანავე ჩაამტვრიეს შუშები და მიმოფანტეს საელჩოს კუთვნილი დოკუმენტაცია.

XS
SM
MD
LG