ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი კიევს დამატებით დახმარებას გამოუყოფს


თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად კიევს დამატებით 335 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამ ფაქტის შესახებ ხუთშაბათს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გასული წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა უკრინას მილიარდი დოლარით დახმარება აღუთქვა და ეს გარანტიის წერილის ხელმოწერით დაადასტურა. თანხა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისთვის არის გათვალისწინებული. ვაშინგტონი ამავე დროს შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში გამეფებული კორუფციის გამო. კვირის დასაწყისში კორუფციის ბრალდებების საფუძველზე თანამდებობა დატოვა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

XS
SM
MD
LG