ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კითხვები დიდი ბრიტანეთის მთავრობას


დავიდ მირანდა ითროუს აეროოპრტში ცხრა საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიმართ დღეს კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოიყენა კონტრტერორისტული ოპერაციებისთვის მინიჭებული უფლებამოსილება იმ ჟურნალისტის ბრაზილიელი პარტნიორის დასაკავებლად, რომელმაც ედვარდ სნოუდენს ინფორმაცია გაუზიარა.
დავიდ მირანდა, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტ გლენ გრინვალდისთან ცხოვრობს კვირას ბერლინიდან რიო დე ჟანეიროს მიმართულებით მგზავრობისას ჰითროუს აეროოპრტში ცხრა საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
გრინვალდის თქმით, მირანდას უარი განუცხადეს ადვოკატის მომსახურებაზე და ოფიციალურმა პირებმა მას მობილური, და ელექტრონული მედიის სხვა საშუალებები ჩამოართვეს.
მირანდას თან ჰქონდა გრინვალდის მიერ ამერიკის მთავრობის სადაზვერვო პროგრამების შესახებ მოპოვებული ინფორმაციაც.
ბრიტანელმა კანონმდებელმა კეით ვაზმა თქვა, რომ ის პოლიციას ახსნა-განმარტების მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, ძალიან საინტერესოა, რომ პოლიციამ იცოდა რომ მირანდა გრინვალდის პარტნიორი იყო და რომ ხელისუფლება სნოუდენის საქმესთან დაკავშრებული ადამიანების პარტნიორებს იღებს მიზანში.
XS
SM
MD
LG