ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის აეროპორტში დაპატიმრება სნოუდენს უკავშირდება


„გარდიანის“ ჟურნალისტის განცხადებით, დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავდა, რისთვისაც ლონდონის პოლიციას განმარტება მოეთხოვა

ლონდონის პოლიცია სნოუდენის საქმესთან დაკავშირებით მომხდარ დაკავების ფაქტზე განცხადებას აკეთებს. მასში ნათქვამია, რომ იმ ჟურნალისტის პარტნიორის დაკავება და დაკითხვა, რომელიც ედუარდ სნოუდენის მიერ მიწოდებული მასალების გამოქვეყნებაში მონაწილეობდა, კანონთან და პროცედურებთან სრულ შესაბამისობაშია.

ბრიტანელი სამართალდამცავები დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ „გარდიანის“ კორესპონდენტის, გლენ გრინვალდის პარტნიორის, წარმოშობით ბრაზილიელი დევიდ მირანდას, დაკავება გამოძიების „აუცილებლობით“ იყო განპირობებული და მისი დაკითხვა პროცედურების დაცვით, „ზომიერების ფარგლებში“ ჩატარდა. რიო დე ჟანეიროში მიმავალი მირანდა ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში აიყვანეს და 9 საათით დააკავეს. მისი პარტნიორი, ამერიკელი ჟურნალისტი გრინვალდი, რომელიც „გარდიანზე“ მუშაობს, აცხადებს, რომ მირანდას ადვოკატი არ ჰყავდა, რისთვისაც ლონდონის პოლიციას აღნიშნული განმარტება მოეთხოვა.
XS
SM
MD
LG