ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები საიდუმლო საჩივრის თაობაზე, დახურულ კარს მიღმა მოსმენას ატარებენ


დღეს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი, დაზვერვის ორგანოების გენერალურ ინსპექტორ მაიკლ ატკინსონთან ერთად, დახურულ კარს მიღმა სესიას მართავს. კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ მეტს გაიგებენ იმ საიდუმლო საჩივარზე, რომელმაც კანონმდებლებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის იურიდიული დაპირისპირება გამოიწვია.

“ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა, რომ საჩივარი შეიცავს კომუნიკაციას პრეზიდენტ ტრამპსა და უცხოელ ლიდერს შორის, რომელშიც “დაპირება” ფიგურირებს.

გაზეთმა განაცხადა, რომ მისი ცნობა, საქმეში ჩახედულ ორ ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირს ეყრდნობოდა, თუმცა ნათელი არ იყო ტრამპთან კომუნიკაცია რომელ ლიდერს ჰქონდა, ან შეერთებული შტატების ლიდერს როგორი პირობის მიცემა შეეძლო.

კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ შიფმა თქვა, რომ ატკინსონმა დაადგინა, საიდუმლო საჩივარი იყო “დამაჯერებელი და გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებდა”, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ის კონგრესისთვის უნდა მოეხსენებინა.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯოზეფ მაგვაიერმა, კანონმდებლებისთვის საჩივრის დეტალების გაცნობაზე უარი თქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG