ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ამერიკის მთავარი დიპლომატი კონგრესში ჩვენებას იძლევა


წარმომადგენელთა პალატის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში, სამშაბათს კანონმდებლების წინაშე ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი უილიამ ტეილორი წარსდგა. მისი მოსმენა ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს იმ ბრალდების გარშემო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ტრამპმა, სავარაუდოდ, უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა და მის განახლების სანაცვლოდ, კიევს ამერიკი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი შვილის საქმის გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

უილიამ ტეილორი, უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს უმაღლესი თანამდებობის პირი, სხვა ოფიციალურ პირებთან ტექსტური შეტყობინებების სერიის შესახებ ჩვენებასდახურულ კარს მიღმა მისცემს. ტექსტურ შეტყობინებებში თეთრი სახლის ქმედებების გარშემო შეშფოთება იყო გამოხატული. ტეილორმა დაწერა, რომ „პოლიტიკურ კამპანიაში დახმარებისთვის, უსაფრთხოების საკითხში მხარდაჭერის შეჩერება სიგიჟეა.“

თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი, რომელიც პენტაგონში რუსეთის და უკრაინის მიმართ პოლიტიკის კუთხით მუშაობდა, ჩვენებას ოთხშაბათს მისცემს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG