ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-ს კონგრესში დამტკიცდება


თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-ს კონგრესში დამტკიცდება

ამერიკის კონგრესი დღეს სავარაუდოდ დაამტკიცებს თავისუფალი ვაჭრობის სამ შეთანხმებას, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია მუშავდება. ისინი ამერიკის ექსპორტს ყოველწლიურად 13 მილიარდი დოლარით გაზრდიან.

სენატის ფინანსურმა კომიტეტმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სამ ქვეყანასთან - სამხრეთ კორეასთან, პანამასა და კოლუმბიასთან დაამტკიცა.

სავარაუდოდ, ხელშეკრულების ტექსტი კონგრესის ორივე პალატას უპრობლემოდ გაივლის. პრეზიდენტი ობამა უკვე რამდენიმე ხანია სთხოვს კონგრესს თავისუფალი ვაჭრობის ამ ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგანაც ისინი ამერიკაში ათობით ათას სამუსაო ადგილს შექმნის.

XS
SM
MD
LG