ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ტერორისტს 35 წლიანი პატიმრობა მიესაჯა


აშშ-ის სასამართლომ დევიდ კოლემან ჰედლის 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პაკისტანური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეს, რომელსაც 2008 წელს მუმბაის ტერაქტის მოწყობაში ედებოდა ბრალი, აშშ-ის სასამართლომ 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩიკაგოს საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ჰარი ლეინვებერმა დევიდ კოლემან ჰედლის განაჩენი ხუთშაბათს გამოუტანა. ჰედლის სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურორების თხოვნა და მას სასჯელი 35 წლამდე შეუმსუბუქდა.

ჰედლის პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად გამოაშკარავდა ტერორისტულ აქტში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა, რის ხარჯზეც მას სასჯელი შუმსუბუქდა.
XS
SM
MD
LG